აშშ-ს სენატი გეგმავს ოფიციალურად აღიაროს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია | საქართველოს ამბები | ||
აშშ-ს სენატი გეგმავს მიიღოს რეზოლუცია საქართველოს თაობაზე. პროექტში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. დოკუმენტში სენატორები უხმობენ რუსეთს შეასრულოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობზე, მოახდინოს დეოკუპაცია და ხელი შეუწყოს დევნილების დაბრუნებას. მასში აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-სა და კანადაში ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომ აფხაზეთ და ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთი" არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ისინი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ,,ეს ის მთავარი შეტყობინებაა, რომელიც მიმართულია არა მარტო რუსეთისკენ, არამედ მთელი მსოფლიოსკენ", - თქვა ქუთელიამ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ, რომელიც ამ დროისათვის სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ში აღნიშნა, რომ ,,ეს რეზოლუცია ოკუპაციის თაობაზე გაამყარებს საქართველოს პოზიციას დეოკუპაციის ბრძოლაში". წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_673.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 დეკ. 2010, 10:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.