აშშ ხელისუფლება აპირებს ეკონომიკის სტიმულირებას 600 მლრდ. დოლარით | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აშშ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაცხადი გააკეთა ახალი ღონისძიებების გატარების შესახებ, რომლებიც მიმართული იქნება მსოფლიო ფინანსური კრიზის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებისაკენ. Associated Press იტყობინება, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გადაწყვიტა შეისყიდოს ბაზარზე გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციები 600 მლრ. დოლარის ღირებულების ოდენობით. სახაზინო ობლიგაციების შეძენა ფედერალური სარეზერვო სისტემის გეგმით უნდა დასრულდეს 2011 წლის შუა რიცხვებში. ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მოელიან, რომ შრომის ბაზარზე გძელვადიან ფასიან ქაღალდებში გაკეთებული ინვესტიციები, ხელს შეუწყობს შემდგომში იპოთეკურ კრედიტებზე პროცენტის დაკლებას და ამერიკელთა სამომხმარებლო მოთხოვნების გაზრდას. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გადაწყვეტილების მიღების შესახებ განაცხადის გაკეთებისას აღნიშნა რომ ეკონომიკის აღდგენის ტემპები კვლავ დაბალია: შრომისა და უძრავი ქონების ბაზარი ისევ ნაკლებ აქტიურია, ხოლო ხარჯების ის დონე, რომლის უფლებასაც აშშ მოქალაქეები აძლევენ თავიანთ თავს, იმაზე დაბალია ვიდრე ამას ეკონომისტები მოელოდნენ. ამასთან ღია ბაზარზე ოპერაციებთან დაკავშირებით ჩატარებულ კომიტეტის სხდომაზე ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აღნიშვნა გააკეთა საბაზისო საპროცენტო განაკვეთის, ისევ ძველ , რეკორდულად დაბალ დონეზე, 0-0.25 % შენარჩუნებაზე. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ეკონომიკის სავალუტო სტიმულირების ფარგლებში უკვე განახორციელა ინვესტირება სახელმწიფო ობლიგაციებსა და იპოთეკურ ფასიან ქაღალდებში 1.7 ტრილიონი დოლარის ოდენობით. ამის წყალობით კი შესაძლებელი გახდა იპოთეკურ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_67.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 ნოემ. 2010, 09:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.