საქართველოს პრეზიდენტი თბილისში უმუშევრობის მაჩვენებელს კატასტროფულად მიიჩნევს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში უმუშევრობის სტატისტიკურ მაჩვენებელს კატასტროფულად ასახელებს. როგორც პრეზიდენტმა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველომ უმუშევრობის მაჩვენებელი უნდა შეამციროს სამი სფეროს - ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გზით. „სტატისტიკის დეპარტამენტის ციფრების თანახმად, თბილისში უმუშევართა რაოდენობა 30%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით ყოველი მეოთხე ადამიანი ნაწილობრივ დაუსაქმებელია და ეს კატასტროფულად მაღალი ციფრია. ჩვენ შეგვიძლია უმუშევრობის მდგომარეობის შეცვლა, დედაქალაქში მაინც. საქართველოში ეკონომიკის განვითარების სამი ძირითადი მიმართულებაა, რომლებიც უახლოეს წლებში საშუალებას მოგვცემს, განვახორციელოთ ნახტომი, რათა შემდგომ 5 წლის განმავლობაში ნომინალურად მოსახლეობის ერთ სულზე ჩვენი ნომინალური შემოსავალი გაორმაგდეს და უმაღლეს კატეგორიაში გადავინაცვლოთ. ამისათვის აუცილებელია, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა სააკაშვილმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_66.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2010, 09:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.