თბილისის ''დინამოს'' ახალი მფლობელი ეყოლება | საქართველოს ამბები | ||
საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ახალი მფლობელი ეყოლება. მას ბიზნესმენი რომან ფიფია ჩაიბარებს. გუნდის მომავალი მეპატრონე დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვდა და სამოქმედო სტრატეგია გააცნო. "მოვდივარ იმიტომ, რომ "დინამომ" თავისი ადგილი დაიკავოს. დღეს ჩანს "ზესტაფონი", "ქუთაისი" - ყველას გამოუჩნდა პატრონი. თბილისის "დინამოსაც" სათანადო პატრონი უნდა გამოუჩნდეს. ჩვენ ჩვენი რესურსები გაგვაჩნია, "დინამოსაც" აქვს თავისი რესურსები", - განუცხადა ბიზნესმენმა ჟურნალისტებს. მისივე განმარტებით, გუნდში საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. უკვე ცნობილია, რომ "დინამოს" ამჟამინდელ მფლობელ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან ყველა შეთანხმება უკვე მიღწეულია. ფეხბურთის ფედერაციასა და გუნდის ახალ მფლობელს შორის შესაბამისი შეთანხმება, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაფორმდება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფია ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. ის გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვში მოღვაწეობდა, სადაც ერთ-ერთი რუსული გუნდის მფლობელი იყო. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_658.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 დეკ. 2010, 11:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.