სამხედრო პოლიციელთათვის სპეციალური წოდებები დაწესდება | საქართველოს ამბები | ||
სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებისთვის სპეციალური წოდებები დაწესდება. აღნიშნულის შესახებ ცვლილება შედის "სამხედრო პოლიციის შესახებ" კანონში. კანონპროექტის თანახმად, სამხედრო პოლიციის იმ თანამშრომლებზე, რომელთაც სპეციალური წოდებები მიენიჭებათ, სოციალური გარანტიებიც გავრცელდება. კერძოდ კი, პოლიციელის დაჭრის, დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენის შემთხვევაში, თანამშრომელს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სპეციალური წოდების ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სამხედრო პოლიციის თანამშრომელს დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების სახით 15 000 ლარი გადაეცემა. სპეციალური სტატუსის მინიჭება ხდება სამხედრო პოლიციაში მომუშავე, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირისთვის, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარდგენით საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის დეპუტატების ლაშა თორდია და ზაზა გელაშვილი არიან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_657.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 დეკ. 2010, 11:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 5 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.