აშშ საქართველოს მხარდამჭერ კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებს | საქართველოს ამბები | ||
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდამჭერ კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებს. აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი უკვე მომზადებულია და მას სენატი კენჭს უახლოეს მომავალში უყრის. გიორგი ბარამიძე შეერთებულ შტატებს უკვე მესამე დღეა სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი უკვე შეხვდა სენატორ ჯონ მაკკეინს. "გარდა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის თემისა, სენატორ მაკკეინთან შეხვედრისას საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გახდება საქართველო ნატოს წევრი. გვჭირდება, ვიცოდეთ აშშ-ს პოზიცია ამასთან დაკავშირებით", - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ასევე კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჰოვარდ ბერმანთან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_656.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 დეკ. 2010, 11:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.