თბილისში სტუმრობას გეგმავს მონაკოს პრინცი | საქართველოს ამბები | ||
თბილისში ჩამოსვლას გეგმავს მონაკოს პრინცი. ამის შესახებ 52 პრინცმა ალბერ II-მ განუცხადა საქართველოს დელეგაციას მონაკოში სტუმრობისას. 52 წლის პრინცი მას შემდეგ ჩამოვა საქართველოში, რაც ოფიციალურად გააფორმებს ქორწილს 32 წლის, ცურვაში ყოფილ ოლიმპიელ ჩემპიონ, შარლენ უიტსტოკთან. უკვე ცნობილია, რომ ტახტის მემკვიდრე გრიმალდი ეწვევა თბილისს და ბაკურაინს. ქართული მხარის განცხადებით თვითონ პრინცი ალბერი დაინტერესებულია ბათუმით, რადგან სურს დარწმუნდეს ამ ქალაქის გარდაქმნაში. ბაკურინში კი პრინცი გეგმავს პირადად მიაგოს პატივი ვანკუვერში ოლიმპიურ ტრეკზე დაღუპულ ნოდარ კუმარიტაშვილის ხსოვნას. პრინცი ალბერი გაეცნობა საქართველოში არსებულ სპორტულ ბაზებს და ახალ პროექტებს, რომლებსაც შესაძლოა მხარი დაუჭიროს მან. უნდა აღინიშნოს, რომ პრინცმა ხმა მისცა თბილისში 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატის ჩატარებას. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_648.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 დეკ. 2010, 10:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.