ესპანეთი გადასცემს საქართველოს კალაშოვს | საქართველოს ამბები | ||
ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოში ექსტრადიცია გაუკეთოს კანონიერ ქურდს ზაქარია კალაშოვს ზედმეტსახელად შაქრო-ახალგაზრდას - იტყობინება Newsru.com. თუ ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს ქვეყნის სასამართლო პალატის პლენუმი, მაშინ იგი აღარ შეიცვლება. Infox საქართველოს მთავრობასთან დაახლოებული პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ხოსე ლუისა როდრიგეს საპატეროს შორის პირად მოლაპარაკების საფუძველზე. რუსეთის მოქალაქე ზაქარია კალაშოვი დაკავებული იქნა 2006 წელს არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ესპანეთთან ერთად ჩატარებულ პოლიციის სპეცოპერაციის ,,ოსა" შედეგად. 2010 წლის 1 ივნის მადრიდში მას მიესაჯა 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ფულის ,,გათეთრების" ბრალდებით. იმ დროისთვის მას სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი ჰქონდა და ამინისტიით იყო გამოშვებული ციხიდან. გათავისუფლებიდან 5 დღის შემდეგ იგი კვლავ დააკავეს და ამის მიზეზი, როგორც მაშინ ესპანური El Pais წერდა, იყო საქართველოს თხოვნა მისი ქვეყენაში ექსტრადიციის თაობაზე. 2006 წელს საქართველოში კალაშოვს დაუსწრებლად შეუფარდეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_646.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 დეკ. 2010, 10:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.