საქართველო ელექტრომობილებზე გადასვლას იწყებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს სამთავრობო ავტოპარკი შემცირდება მინიმუმ სამჯერ და მთლიანად გადავა ელექტრომობილებზე, რის შესახებაც განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას. პრეზიდენტის სიტყვებით, ელექტროენერგია საწვავთან შედარებით ორჯერ იაფია, ამიტომ ელექტრომობილებზე გადასვლა ხელს შეუწყობს ეკოლოგიური სისუფთავის შენარჩუნებასა და ხარჯების შემცირებას. "ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს არაადეკვატური სავაჭრო ბალანსი, რადგან საქართველოში ხდება საწვავის ექსპორტირება.ეს გვაძლევს საშუალებას გადავიდეთ ახალ ტექნოლოგიებზე. ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან. გვსურს შევამციროთ ჩვენი ავტოპარკი მინიმუმ სამჯერ. არამხოლოდ ის რომლითაც სარგებლობენ მინისტრის მოადგილეები, არამედ ავტოპარკის ის ნაწილიც რომელსაც იყენებს სახანძრო და პოლიცია." განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_64.html
| |||
განათავსა - nanikochanturidze | 09 ნოემ. 2010, 09:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.