ფინანსთა მინისტრი იძლევა პირობას, რომ აღმოფხვრის არსებულ ბიზნეს პრობლემებს 3-4თვეში | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხოდმაზე გააკეთებს საგადასახდო შემოსავლების ,,ახალი კურსის" პრეზენტაციას. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით სხდომის დაწყებამდე მთავრობის წევრები ინფორმირებული იქნებიან ამ კურსის შესახებ და ფინანსთა სამინისტრო გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით საგადასახდო შემოსავლის ,,ახალი კურსი" მიმართულია იმ პრობლემების აღმოფხვრისაკენ, რომლებიც დღეისათვის არის ბიზენს სექტორში. ,,2010 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით ახალი საგადასახადო კოდექსი, აგრეთვე მომზადებული იქნა ახალი ინფრასტრუქტურა და დაიგეგმა უამრავი ახალი პროცედურა. დეკემბრიდან ჩვენ დავიწყებთ მათ შესრულებას. 2011 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსი მთელი დატვირთვით ამოქმედდება, რაც მოხსნის სხვადასხვა საპროცედურო პრობლემებს. მომსახურების ახალი ცალკეული სახეები უკვე მოქმედებს, ხოლო დანარჩენი - უახლოეს მომავალში დაინერგება და ყველა პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ბიზნესს, მოგვარდება 3-4 თვის განმავლობაში", - განაცხადა ბაინდურაშვილმა. მისი თქმით პრობლემების უმრავლესობა დაკავშირებული იყო ადმინისტრირებასთან და სისტემის არაზუსტ მუშაობასთან, ხოლო საბაჟოზე არსებული პრობლემები კი - ინფრასტრუქტურასთან. ,,ეს პროცესი დასრულდება მას შემდეგ, რაც ადლიაში და ფოთში გაიხსნება გაფორმების ეკონომიკური ზონები", - განაცხადა ბაინდურაშვილმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_632.html
| |||
განათავსა - Legatuss | 08 დეკ. 2010, 14:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.