საქართველო მზადაა რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები WTO მისი გაწევრიანების თაობაზე | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისსა და მოსკოვს შორის შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. ამის შესახებ ,,IPN" განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სკიპერმა ნიკო მჭედლიშვილმა. მისი თქმით საქართველო მზადაა დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები, თუმცა ქართული მხარის პოზიცია ფსოუსა და როკის გამშვების პუნქტების ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებით უცველი რჩება. ამასთან მჭედლიშვილი გამორიცხავს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას საქართველოს თანხმობის გარეშე. ,,ჩვენ გვაქვს ვეტოს უფლება და ჩვენი ხმის გარეშე რუსეთს არ შეუძლია გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. სხვა საკითხია თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება და შეთანხმდებიან", აღნიშნა მჭედლიშვილმა. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რეალურია - ამის შესახებ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა ბრიუსელში რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ აშშ და ევროკავშირი არ დაუჭერს მხარს საქართველოს პოზიციას ფსოუსა და როკის გამშვები პუნქტების ლეგალიზაციის საკითხში, და მოსკოვი შეიძლება გახდეს WTO-ს წევრი თბილისის უარის შემთხვევაშიც. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_631.html
| |||
განათავსა - Legatuss | 08 დეკ. 2010, 11:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.