,,თბს ფონდი'' დევნილებს შესაძლებლობას მისცემს კომპანიებში გაიარონ პრაქტიკა | საქართველოს ამბები | ||
"თბს ფონდი" 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილების დახმარების მიზნით იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას. დეკემბრიდან ფონდი სოფელ წეროვანში მცხოვრებ ახალგაზრდობას შესაძლებლობას მისცემს შეისწავლონ მათ მიერ არჩეული სპეციალობა და გაიარონ პრაქტიკა საქართველოს წამყვან კომპანიებში. ამ ახალი პროექტის ბიუჯეტი არის 62 730 ლარი. იგი დაიხარჯება ახალგაზრდების პროფესიული განათლების მისაღებად და მათთვის განკუთვნილ სტიპენდიებზე. ,,თბს ფონდის" წამოწყებას შეუერთდა წამყვანი კომპანიები, რომელთა დახმარებითაც 30 კურსდამთავრებული გაივლის 6-10 თვიან მომზადების კურს რესტორნებში, სალონებში და კერძო კომპანიებში. ამის შესახებ განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ ციგოშვილმა. პროექტის პრეზენტაციას დაესწრო განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_630.html
| |||
განათავსა - Legatuss | 08 დეკ. 2010, 11:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.