თბილისში ჩამოვა ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი გრეტა სკაკი | საქართველოს ამბები | ||
10 დეკემბერს თბილისში ჩამოვა იტალიური წარმოშობის ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი გრეტა სკაკი. ვიზიტი უკავშირდება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ „პრომეთეს“, რომელიც ამჟამად საქართველოს დედაქალაქში ტარდება. სკაკი გახლავთ ავსტრალიის ინსტიტუტის კინოპრემიებისა და „ემის“ მფლობელი. 1996 წელს იგი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო. ბოლო წლების განმავლობაში სკაკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. თბილისის კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია 11 დეკემბერს გაიმართება. გრეტა სკაკი (იტალ. Greta Scacchi, 18 თებერვალი 1860, იტალია, მილანი) - იტალიური და ინგლისური წარმოშობის ბრიტანელი მსახიობი. 1990 წელს, ჰოლივუდის დაპყრობის გეგმებით, სკაკი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა. ჰოლივუდში პირველი როლი მას ერგო ალან. ჰ. პაკულას ფილმში „უდანაშაულობის პრეზუმფცია“. ამას თან მოჰყვა როლები რობერტ ოლტმანის ფილმში „მოთამაშე“ და ფილიპ რუსელოს ფილმში „გველის კოცნა“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_627.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 დეკ. 2010, 10:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.