სამარშრუტო ტაქსის ტენდერში გამარჯვებულები 1 თებერვალს გამოვლინდებიან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისის მერიის მიერ სამარშრუტო ტაქსის ხაზებზე ტენდერის გამარჯვებულები 1 თებერვალს გახდებიან ცნობილნი. მერიაში ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ, თუ როდის გამოჩნდება საქართველოს დედაქალაქში ახალი სამარშრუტო ტაქსები. ქალაქის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ კონკურსი საშუალებას მისცემს სამარშრუტო ტაქსის მფლობელებს, გამოავლინონ დიდი პასუხისმგებლობა მგზავრთა უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მიმართ. ტენდერის პირობებით, განაცხადთა მიღების უკანასკნელი ვადაა 2011 წლის 14 იანვარი. გამარჯვებულები მიიღებენ ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში მუშაობის უფლებას 20 წლის ვადით. ამასთან ერთად, ნებართვა ერთჯერადი იქნება. თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, ქალაქის მთავრობის მიზანია ტრანსპორტის მუშაობის გაუმჯობესება და მისი უფრო კომფორტულად გადაქცევა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ტენდერის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სამარშრუტო ტაქსის მოქმედი მძღოლებისათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და 1000 ახალი ადგილის შექმნა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_626.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 დეკ. 2010, 10:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.