პოლონელმა მესაზღვრეებმა 4 ქართველი არალეგალი დააკავეს | საქართველოს ამბები | ||
პოლონური პოდლიაშიეს მესაზღვრეებმა 7 დეკემბრის ღამეს ოთხი ქართველი დააკავეს, რომლებმაც არალეგალურად გადაკვეთეს პოლონური საზღვარი ლიტვიდან. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „REGNUM“. მესაზღვრეებმა შეამოწმეს სარეისო ავტობუსი, რომელიც ვილნიუსიდან ვარშავაში მიემართებოდა. „მგზავრთა შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოთხმა მათგანმა ვერ წარადგინა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. მათ თან მხოლოდ საშვები ჰქონდათ, რომლებიც ლიტვის ცენტრმა უცხოელთათვის გასცა“, - განაცხადა პოდლიაშიეს სავოევოდოს სასაზღვრო სამსახურის პრეს-მდივანმა ანა ვუიციკმა. ქართველები რეადმისიის წესით კვლავ ლიტვურ მხარეს გადასცეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_624.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 დეკ. 2010, 09:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.