ახალგორელი ქართველების ქონება სეპარატისტებმა ''სახელმწიფო საკუთრებად'' გამოაცხადეს | საქართველოს ამბები | ||
ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ახალგორის რაიონში არსებული, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები ე. წ. სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ადრე ახალგორის რაიონში ცხოვრობდნენ, თავიანთი საკუთრების ფართზე, თავიანთი კანონიერი უფლება, ე. წ. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხელახლა უნდა დაამტკიცონ ან ამას ე. წ. სამხრეთ ოსეთის ის მოქალაქეები გააკეთებენ, "რომლებიც ქართველებმა გამოყარეს". ოსური მხარე მიუთითებს, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერის ეს ბრძანებულება "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უფლებების აღდგენისთვის გამოიცა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორიდან გაყარა". "ვიდრე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად არ დადგინდება (აღდგება) სამოქალაქო უფლება მოქალაქისა საცხოვრებელ ფართზე ან მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი ფონდი და მიწის ნაკვეთები ლენინგორის რაიონში სახელმწიფო საკურებად გამოცხადდა", _ ნათქვამია კოკოითის ე. წ. ბრძანებულებაში. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_620.html
| |||
განათავსა - Legatuss | 07 დეკ. 2010, 19:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.