ობამა დაპირდა ინდოეთს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას | მსოფლიოს ამბები | ||
BBC News ცნობით 8 ნოემბერს, ორშაბათს აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა დელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ინდოეთის პრემიერ მინისტრს მანმოხანომ სინგხომს და დაპირდა ინდოეთის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას. აშშ პრეზიდენტი ინდოეთში ჩავიდა შაბათს, 6 ნოემბერს. სტუმრობის მთავარ მიზანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფართოება, რაც ,,ბევრად განსაზღვრავს მიმდინარე საუკუნის პოლიტიკურ სურათს." შეხვედრისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ინდოეთი წარმოადგენს მსოფლიო სახლმწიფოს და მათი ქვეყნები უნდა მუშაობდნენ ერთად ,,უსაფრთოებისა და განვითარებისთვის". ინდოეთის პრემიერი დაეთანხმა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ პროტექციონიზმი უარყოფითად აისახება ორივე ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე და დაარწმუნა, რომ მათი სახელმწიფო არ აპირებს ,,მოპაროს ამერიკელებს მათი სამუშაო ადგილები". მჭიდრო თანამშრომლობის განხორციელების სფეროებად დასახელებლი იქნა კოსმოსი, სამოქალაქო, ატომური და თავდაცვა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_62.html
| |||
განათავსა - Legatuss | 08 ნოემ. 2010, 20:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.