ევროზონის ქვეყნები არ გეგმავენ ევროკავშირის სტაბილიზაციის ფონდის გაზრდას | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროზონის ქვეყნები არ გეგმავენ ევროკავშირის სტაბილიზაციის ფონდის გაზრდას. ეს ცნობილი გახდა გუშინდელი ევროჯგუფის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. მოლაპარაკებისას განიხილეს ესპანეთსა და პორტუგალიაში არსებული სიტუაცია. ევროჯგუფის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა დადებითად შეაფასა პორტუგალიის მომავალი წლის ბიუჯეტი, აგრეთვე ესპანეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისათვის. კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელმა ამ დრომდე ვერ მიაღწია კრიზისამდელ დონეს. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენლის ედვარდ გარდნერის თქმით ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 4-6 %-ით. გამონაკლისი იქნება უზბეკეთი და ყაზახეთი, სადაც ეკონომიკის მატება იქნება 10%. საგარეო ვალის მაღალი დონისა და მიმდინარე ოპერაციების დეფიციტის დასაძლევად აუცილებელია ფისკალური კონსოლიდაცია. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში. ამასთან როგორც ექსპერტები აღნიშნავენ ერევანი და თბილისი აღნიშნულ ამოცანას ამ დროისათვის ძლევენ. შედეგად საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლისათის გაიზრდება 6,%-ით. 1416 დოლარი და 10 ცენტი - ეს არის ოქროს ისტორიულად მაღალი ფასი. ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების მიხედვით თებერვლის ფიუჩერესების განაკვეთი გაიზარდა 10 დოლარით. ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია ნავთობის ღირებულებამ. ერთი ბარელის ფასმა შეადგინა 87 დოლარი 13 ცენტი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_619.html
| |||
განათავსა - Legatuss | 07 დეკ. 2010, 19:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.