ხაშარის მთაზე გაჩენილი ხანძრის 60 % ლოკალიზებულია | საქართველოს ამბები | ||
თიანეთის რაიონში, ხაშარის მთაზე გაჩენილი ხანძრის 60 % ლოკალიზებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რაიონის გამგებელმა გიორგი აბაშვილმა განუცხადა. "ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ავიაციის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. ამ დროისთვის ხანძრის 55-60 % ლიკვიდირებულია. ამინდიც ხელს გვიწყობს, რაიონში წვიმს", - განმარტა აბაშვილმა. მისი თქმით, ხაშარის მთაზე გაჩენილ ხანძარს რაიონის გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სამსაშველო სამსახურის და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი ძალებით ებრძვიან. შეგახსენებთ, რომ თიანეთში ტყეს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა. მიზეზი, სავარაუდოდ, მონადირეთა დაუდევრობა გახდა. იქედან გამომდინარე, რომ ხანძარი მიუვალ ადგილზეა გაჩენილი, ცეცხლის ლოკალიზების ერთადერთ საშუალებად პროცესში ავიაციის ჩართვა სახელდებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ნალექის გამო მისი გამოყენება არ მოხდა. ხანძარმა ამ დროისთვის დაახლოებით 50-მდე ჰექტარი მიწის ფართობი გადაწვა. ცეცხლი ალპურ ზონაში ბალახსა და ტყის ნეშომპალას უკიდია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_612.html
| |||
განათავსა - Legatuss | 07 დეკ. 2010, 15:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.