დეპუტატი სწრაფად ფუჭებადი პროდუქტების დათარიღებას მოითხოვს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე სწრაფად ფუჭებადი პროდუქტების დათარიღებასა და ვადების მიხედვით ფასების რეგულირებას მოითხოვს. როგორც ერგემლიძემ დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით გავიდა შემაშფოთებელი გადაცემები კვების პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებშიც, გარდა გენომოდიფიცირებული პროდუქტებისა, საუბარი იყო ისეთ სწრაფად ფუჭებად პროდუქტებზეც, რომლებიც მაღაზიებში რამდენიმე თვის განმავლობაში იყიდება. დეპუტატმა მაგალითად თავისი დამხმარე მოიყვანა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. მისი თქმით, დამხმარემ დილით გადამუშავებული ხორცი საღამოს ნახევარ ფასად შეიძინა. ერგემლიძემ წამოაყენა წინადადება, რომელიც გულისხმობს ახალი რეგულაციის შემოღებას მაღაზიაში სწრაფად ფუჭებადი პროდუქტის შემოტანის თარიღის ფიქსაციასა და ვადების მიხედვით ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_611.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2010, 14:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.