| ნიგერიელმა ბოევიკებმა მძევლად აიყვანეს ხუთი მენავთობე | | მსოფლიოს ამბები |
ნიგერიაში 8 ნოემბერს დილით მოხდა თავდასხმა ბრიტანული კომპანიის Afren ნავთობმომპოვებელ პლათფორმაზე Agence France-Presse როგორც იტყობინება, კომპანიის ორი თანამშრომელი დაჭრილია. ამასთან თავდამსხმელებმა ტყვედ აიყვანეს პლატფორმაზე მომუშავე ხუთI ადამიანი.
Afren ცნობით ინციდენტს ადგილი ჰქონდა High Island VII პლატფომაზე, რომელსა ახალი დაწყებული აქვს ნავთობის მოპოვება ნიგერიის სანაპიროდან 12კმ დაშორებულ საბადოზე ,,ოკორო". დაჭრილები ვერტმფრენით გადაყვანილი იყვნენ ნიგერიის ერთ-ერთ საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
AFP ინფრომაციის თანახმად უცნობ ადამიანთა ჯგუფმა High Island VII პლათფორმაზე თავდასხმის პარალელურად ხელთ იგდო მისი მომსახურე გემი. უფრო დეტალური ინფორმაცია მეორე თავდასხმის შესახებ არ არის, თუმცა ამ დროისათვის გემი და პლათფორმა იმყოფება მათ კონტროლ ქვეშ.
ნიგერიაში უცხოური ნავთობმომპოვებელი კომპანიის ობიექტები ხშირად არიან თავდასხმის მსხვერპლი მეამბოხეთა მხრიდან. ბოევიკების აზრით კორპორაციები, რომლებიც ამუშავებენ ნიგერიის საბადოებს, ეწევიან ადგილობრივი მოსახლეობის ექსპლოატაციას და ანადგურებენ ქვეყნის ეკოლოგიას, ამასთან თვითონ რეგიონი არანაირ შემოსავალს არ ღებულობს საკუთარი სიმდიდრისგან.
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_61.html
|
განათავსა - Legatuss | 08 ნოემ. 2010, 20:15 | ახალი ამბები »
|
|
|
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.