გაფორმების ეკონომიკური ზონები საქართველოს საბაჟო პრობლემებს გადაჭრის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
დღეს გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე შეეხო მთავრობის ეკონომიკურ კურსს და გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გახსნილ „თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას“. მისი თქმით, „გეზ“ საქართველოს საბაჟოზე არსებულ პრობლემებს გადაჭრის. „ეს დაბრკოლებები და წინააღმდეგობები კარგად იყო ცნობილი ბიზნესმენებისათვის. „გეზ“ დააჩქარებს განბაჟების პროცესს, შემაცირებს დროებით ხარჯებს. ფოთსა და ადლიაში მოცემული ობიექტების გახსნა შემადგენელი ნაწილია ხელისუფლებათა ახალი კურსისა, რომლის მიზანიც ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და კადრების გაუმჯობესებაა“, - განაცხადა მანჯგალაძემ. მისი სიტყვებით, „გეზ“-ის გახსნა ხელს უწყობს ბიზნესში ჯერ კიდევ არსებული პრობლემებისა და ადმინისტრაციის სიმკაცრის დაძლევას. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_609.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2010, 14:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.