ამოღებული ბომბების ნაწილი კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო | საქართველოს ამბები | ||
სამართალდამცველების მიერ ამოღებული ბომბების ნაწილი კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო, _ ამის შესახებ მერაბიშვილმა ჟურნალისტებს შსს-ის მიერ საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში მომხდარი აფეთქებების საქმის გახსნაზე კომენტირებისას განუცხადა. "ეს იყო თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვისა და კონტრტერორისტული სამსახურების ერთობლივი ღონისძიება. ეს იყო ძალიან სერიოზული ღონისძიება. ჩვენ თავიდან ავიცილეთ სერიოზული საფრთხე, რადგან აღმოჩენილი ბომბებიდან ნაწილი კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო", - აცხადებს მერაბიშვილი. ამასთან, შს მინისტრმა საქმის გახსნაზე მომუშავე თითოეულ ოპერატიულ თანამშრომელს, "რამდენიმეთვიანი დაძაბული მუშაობისთვის" მადლობა გადაუხადა. "კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ სერიოზული საფრთხე ავიცილეთ თავიდან და მიხარია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ასეთი ტიპის დანაშაულებრივი ჯფუფების მხრიდან უკვე ნაკლები საფრთხე ემუქრება", - დასძინა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სექტემბერ-ნოემრის თვეში განხორციელებული აფეთქებები გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ აფეთქებების დამკვეთი და ორგანიზატორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალი ევგენი ბორისოვი იყო. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_608.html
| |||
განათავსა - e_info | 07 დეკ. 2010, 12:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.