მოსახლეობის ზრდა წარმოქნის გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოხმარების საჭიროებას | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარჩაიშვილმა ისაუბრა მსოფლიოში მოსახლების ზრდის პრობლემების თაობაზე,რომელთა მოგვარება როგორც იგი თვლის შესაძლებელია გენმოდიფიცირებული პროდუქციით. დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე მან განაცხადა, რომ ზოგადი დამოკიდებულება გენმოდიფიცირებული პროდუქციის მიმართ დაბალანსებული უნდა იყოს, რადგან კაცობრიობა დგას საკვების დეფიციტის საფრთხის წინაშე. დეპუტატის თქმით მოსახლეობის ზრდა წარმოშობს გენმოდიფიცირებულ პროდუქციის მოხმარების საჭიროებას. დარჩიაშვილმა განმარტა მთავრობის მიერ პარლამენტის მიმდინარე წლის 26 მარტის დადგენილების შეუსრულებლობა, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონის შემუშავებას. მისი თქმით ,,კარტახენის ოქმის" რატიფიცირების შემდეგ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და გენმოდიფიცირებული პროდუქციასთან დაკავშირებით კანონის მიღების თაობაზე. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე და მას უწოდა დემაგოგია. ,,დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ჩინეთმა იდარდოს, ხოლო საქართველოში, სადაც 3,5 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, სოფლის მეურნეობის დახმარების შემთვევაში შეიქმნება მოსახლეობის გამოსაკვებად საჭირო საკმარისი რაოდენობის პროდუქცია", - აღნიშნა მან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_607.html
| |||
განათავსა - Legatuss | 07 დეკ. 2010, 12:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.