მოსკოვი აფხაზ და ოს სეპარატისტთა ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს მიესალმება | საქართველოს ამბები | ||
მოსკოვში მიესალმებიან ოს და აფხაზ სეპარატისტთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს "მათ მიერ გაკეთებული ეს განცხადებები არის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ახლახანს ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებზე სადაც მან განაცხადა, რომ არასოდეს არ გამოიყენებს ძალას "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე ნათქვამია, რომ "ახალგაზრდა რესპუბლიკებმა ეს სერიოზული ვალდებულებები საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული "მშვიდობისმოყვარე განცხადებებისადმი" უნდობლობის მიუხედავად მიიღეს".
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებმა სიბრძნე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მშვიდობისადმი აშკარა სწრაფვა გამოავლინეს. ამით გადადგმულია ისტორიული ნაბიჯი. მოსკოვში მიესალმებიან აფხაზი და ოსი პარტნიორების მიერ გადადგმულ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ იგი ხსნის ჟენევის მოლაპარაკებათა მთავარი საკითხის გადაჭრის პერსპექტივას, რომელიც ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ეხება", _ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_606.html
| |||
განათავსა - e_info | 07 დეკ. 2010, 12:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.