მიხეილ სააკაშვილმა ტერაქტების გახსნის გამო სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა ტერაქტების გახსნის საქმეზე მომუშავე სამართალდამცველებს "ოპერატიული რეაგირებისთვის" მადლობა გადაუხადა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნულის შესახებ კომენტარი მექსიკაში გამგავრებამდე გააკეთა. მისი თქმით, საქართველომ, აღმოჩენილი მასალების მიხედვით, სერიოზული ტერაქტების აქტები აიცილა თავიდან.
"საქართველოს პოლიციის მიერ დაკავებულ იქნა ძალიან საშიშ დანაშულის ჩადენაში ეჭვმიტანილთა ჯგუფი, რომელთაც ბრალი ედებათ რამდენიმე საშიში აფეთქების აქტის განხორციელებაში. კერძოდ, აფეთქებები საქართველოს რკინიგზაზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და სულ ცოტა ხნის წინ განხორციელებული აფეთქება ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც ადამიანის მსხვერპლი მოყვა. ყველა ნიშანი რომელიც ჯერჯერობით სამართალდამცავებს აქვთ ხელთ, მიუთითებს იმაზე რომ ეს პირები მოქმედებდნენ ოკუპირებული ტერიტორიიდან", - განაცხადა სააკაშვილმა ბათუმის აეროპორტში. პრეზიდენტმა სამართალდამცველ ორგანოებს მუშაობის უფრო მეტად გაძლიერებისკენ მოუწოდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_605.html
| |||
განათავსა - e_info | 07 დეკ. 2010, 12:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.