საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ბრაზილიაში აქტიურად იმუშავებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ბრაზილიაში აქტიურად იმუშავებს, რათა მოამზადოს ნიადაგი ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც საელჩოების გახსნისათვის. ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს საერთაშორისო ურთიერთობების პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა. ,,დღეს ჩვენ ვნიშნავთ სამ ელჩს: სომხეთში, ბრაზილიაში და მექსიკაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა სამხრეთ ამერიკაში, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავააქტიუროთ ურთიერთობები ამ რეგიონში. ყურადღება მიექცევა როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ საკითხებს. ამასთან ბრაზილიაში ჩვენი საელჩო მოამზადებს ნიადაგს ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც საელჩოების გახსნისათვის", - აღნიშნა მინაშვილმა. მისი თქმით ბოლო წლებში ბრაზილიის ეკონომიკა მნიშვნელოვნად განვითარდა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთ-ერთი მიზანია მოიზიდოს ახალი ინვესტიციები ქვეყანაში. მექსიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე კანდიდატმა მალხაზ მიქელაძემ განცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება ამ კონკრეტულ სახელმწიფოსთან დაამყაროს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები. შეგახსენებთ, რომ დღეს ბრაზილიაში ელჩად უნდა იქნეს დანიშნული ოთარ ბერძენიშვილი, მექსიკაში - მალხაზ მიქელაძე, ხოლო სომხეთში - თენგიზ შარმანაშვილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_603.html
| |||
განათავსა - Legatuss | 07 დეკ. 2010, 12:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.