საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი აშშ-ში შეხვედრებს ატარებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ, სახელმწიფო დეპარტამენტის მოწვევით, დაიწყო ვიზიტი აშშ-ში. ზაზა გოგავა უკვე ესტუმრა აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის უწყებას. ორ დღეში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი გაემგზავრება ქალაქ ელ პასოში (ტექასის შტატი), რომელიც აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მდებარეობს. მანდ გოგავა აშშ-ის სასაზღვრო პატრულის მუშაობის პროცესს გაეცნობა. ქართულ და ამერიკულ უწყებებს შორის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული გამოცდილების გაცვლის პროექტი აშშ-ის მხრიდან ექსპერტების გაცვლას, ტრენინგებსა და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. „ჩვენ, პრაქტიკულად, ურთიერთობათა ახალ ეტაპს ვიწყებთ, რომელიც პერსონალის გაცვლას, ტრენინგებს ითვალისწინებს. ამას გარდა, პროექტი ითვალისწინებს ერთობლივ სწავლებებს როგორც აშშ-ის ტერიტორიაზე, ისე საქართველოში“, - განაცხადა გოგავამ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_602.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2010, 12:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.