,,Medea Travel" უცხოური მედიის წარმომადგენლებს სთავაზობს სპეციალურ ბრენდ-ტურებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქართული ტურისტული სააგენტო ,,Medea Travel" უცხოური მედიის წარმომადგენლებს სთავაზობს სპეციალურ ბრენდ-ტურებს, ამის შესახებ შეატყობინა ,,Новости-Грузия" სააგენტოს დირექტორმა ირაკლი გოგორიშვილმა. ,,ბრენდ-ტურის ფარგლებში უცხოელ ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა ესტუმრონ საქართველოს და გაეცნონ მის ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას. ამასთან სააგენტო ტურის ფარგლებში ორგანიზებას გაუკეთებს შეხვედრას ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა", - განაცხადა გოგორიშვილმა. ,,ჩვენ ვთვლით, რომ ეს წინადადება დააინტერესებს უცხოური მედიის წარმომადგენლებს", - თქვა მან. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტო ,,Medea Travel" ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ტურიზმის განვითარებისაკენ. ,,ჩვენი მიზანია განვავითაროთ საგარეო და საშინაო ტურიზმი, ხოლო საქმიანობის პრიორიტეტია მსოფლიოს გავაცნოთ საქართველოს ისტორია, კულტურა და ტრადიციები",- განაცხადა მან. ჟურნალისტების სპეციალური ტურის გარდა სააგენტო ამზადებს ახალ პროექტს ,,ზამთრის ტური", რომელიც განხორციელდება საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად. ,,ზამთრის ტურის" მიზანია მოიზიდოს უცხოელი ტურისტები სვანეთში, სადაც დამსვენებლებს მიიყვანს კანადური ავიაკომპანია", - აღნიშნა გოგორიშვილმა. მისი თქმით იგეგმება სააგენტოსთან გაიხსნას გიდების სკოლა, რაც ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს აითვისოს ეს ახალი პროფესია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_601.html
| |||
განათავსა - Legatuss | 07 დეკ. 2010, 12:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.