ისრაელმა დაამტკიცა 1300 სახლის მშენებლობა აღმოსავლეთ იერუსალიმში | მსოფლიოს ამბები | ||
ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ ქვეყანა აპირებს ააშენოს 1300 სახლი მაცხოვრებელთათვის აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც ითვლება მდინარე იორდანიის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილად. ამის შესახებ იტყობინება 8 ნოემბერს გაზეთი ,,Гаарец". ხელისუფლება გეგმავს ააშენოს 978 სახლი იერუსალიმის აღმოსავლეთ რაიონში ხარ ხომაში, კიდევ 320 აშენდება რამოტში. ყველა ადგილი რომელიც განკუთვნილია ახალი საცხოვრებლებისთვის მდებარეობს ე.წ. ,,მწვანე ზოლის' საზღვარს იქით და გაერო მას თვლის ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად. Agence France-Presse ცნობით პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელმა უკვე დაადანაშაულა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბინიამინ ნეტანიაგუ მშვიდობიანი მოლაპარაკებების საბოტაჟში, რომლებიც დაიწყო სექტემბერში და შეწყვეტილი იქნა პალესტინელების მიერ მას შემდეგ, რაც ამოიწურა მორატორუმის ვადა აღმოსავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ სახლების აშენების თაობაზე. ,,მან (ნეტანიაგუმ) დაკეტა ყველა კარები რომელსაც კი მივყავდით მშვიდობიან მოლაპარაკებასთან და ჩვენ ვთვლით, რომ იგი არის პასუხისმგებელი მათ განადგურებაზე," - განაცხადა პალესტინელი მშვიდობიანმა მოლაპარაკების მონაწილემ საიბ ერაკატმა. პალესტინის მხარე მანამდე მითხოვდა მორატორიუმის ვადის გაგრძელებას, რათა აღდგენილიყო მოლაპარაკება ისრაელთან. ოქტომბრის დასაწყისში ბინიამინ ნეტანიაგუმ შესთავაზა პალესტინის ავტონომიას მშენებლობის შეწყვეტის სანაცვლოდ ეღიარებინა ისრაელის სახლმწიფო, მაგრამ პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ასეთ პირობაზე. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_60.html
| |||
განათავსა - Legatuss | 08 ნოემ. 2010, 20:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.