ტერორისტული აქტების უკან რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს გენერალი ბორისოვი დგას | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული ტერორისტული აქტების უკან რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს გენერალი ჟენია ბორისოვი დგას. აღნიშნულს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალაც ადასტურებს. მასალაში კარგად ჩანს, თუ როგორ დებდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ბორისოვის მიერ მითითებულ ადგილებში დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილები, თუ როგორ ხდებოდა მათი დაკავშირება გენერალ ჟენია ბორისოვთან, რა დავალელბებს აძლევდა ის საქმის უშუალო შემსრულებლებს და კონკრეტულად, სად ხდებოდა ამ დანაშაულებების დაგეგმვა.
შსს-ის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მთავარი პირი მერაბ ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოიააა", რომელმაც აფეთქებების შემსრულებელი გოგიტა არქანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ ბორისოვს დააკავშირა. გამოძიების მასალებიდან ისიც ირკვევა, რომ სწორედ ჟენია ბორისოვი იძლეოდა კონკრეტულ დავალებებს თუ სად, როდის და რა ადგილზე უნდა მომხდარიყო ასაფეთქებელი ნივთიერებების დადება. ვიდეომასალაში ჩანს ისიც, რომ არქანიას აფეთქებებში მონაწილეობა არ სურს, თუმცა ბორისოვი მას აშანტათებს და ეუბნება, რომ გალში მცხოვრები მისი ოჯახის წევრები "ცუდ მდგომარეობაში" აღმოჩნდებიან. შსს-ის ინფორმაციით, ასაფეთებელი ნივთიერება დანაშაულების შემსრულებლებს უშუალოდ გალის რაიონიდან გადმოჰქონდათ. მასალას თან ახლავს ბორისოვისა და დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს შორის სატელეფონო ამონაწერები წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_598.html
| |||
განათავსა - e_info | 07 დეკ. 2010, 11:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.