საქართველოში დაკავეს ტერორისტული აქტების მონაწილენი | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა თბილისში განხორციელებული აფეთქების ორგანიზების მონაწილენი. შეგასენებთ, რომ დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა 28 ნოემბერს. ერთი ლეიბორისტული პარტიის ოფისთან და მეორე მუხიანის მიკრორაიონში. აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და რამოდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად დაკავებულია 6 ადამიანი, რომლებიც უშუალოდ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდნენ ან ინფორმირებული იყვნენ. ჯგუფის ხელმძღანელი არის გალის რაიონის მკვიდრი გოგიტა არკანია. სხვა წევრები იმალებიან ოკუპირებული ტერიტორიაზე. შსს ინფორმაციით ისინი მუშაობდნენ რუსი სპეცსამსახურების სასარგებლოდ და გეგმავდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დივერსიული აქტების მოწყობას. ევგენი ბორისოვი ეს არის პიროვნება, რომელმაც გადაიბირა ისინი. იგი აგვისტოს ომამდე მსახურობდა ზუგდიდის რაიონში - ურტაში დისლოცირებულ რუს მშვიდობისმყოფელთა კორპუსში, ხოლო დღეისათვის ხელმძღვანელობს საოკუპაციო ძალებს აფხაზეთში. დაკავებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ტერექტებია: 22 სექტემბერს - აშშ-ს საელჩოსთან 22 ნოემბერს - რკინიგზაზე 2 ოქტომბერს - ხობის სარკინიგზო ხიდი 28 ნოემბერს - აფეთქება ლეიბორისტული პარტიის ოფისთან და მუხიანის მიკრორაიონში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო 13 ასაფეთქებელი მოწყობილობა. 4 მათგანს ჰქონდა დამატებით აღჭურვილობა აფეთქების სიმძლავრის გაზრდისათვის. ჯგუფის წევრები მუდმივად ატყობინებდნენ ბორისოვს დაგეგმილი ტერაქტების შესახებ. ევგენი ბორისოვის ტელეფონის ნომერი დარეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სახელზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს გამოაქვეყნოს ვიდეო მასალა ამ საქმესთან დაკავშირებით. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_597.html
| |||
განათავსა - Legatuss | 07 დეკ. 2010, 10:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.