დაზღვევის პროექტი ყველაზე წარმატებულად დასახელდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სამოქალაქო ინსტიტუციონალიზაციის განვითარების ფონდმა საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პროექტი „დაზღვეულთა უფლებები: საფრთხეთა პრევენცია და კონტროლი“ ყველაზე წარმატებულ პროექტად დასახელდა. დონორებისა და სამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა 3-5 დეკემბერს ბაკურიანში გაიმართა. პროექტმა ასეთი შეფასება თავისი მნიშვნელოვნობის, გრძელვადიანი გავლენისა და განხორციელების მაღალი ხარისხის გამო მიიღო. პროექტი 2009 წელს დაიწყო და 2010 წლის მარტში დასრულდა. მის გაგრძელებას წარმოადგენს სადაზღვევო ინსტიტუტის პროექტი „საჯარო დაზღვევა“, რომელიც მიმართულია ყველა დაზღვეულის მიერ მასმედიასთან თანამშრომლობისაკენ და რეგიონებთან ინტერაქტიული ურთიერთობებისაკენ. ბაკურიანში შეხვედრის ორგანიზატორი სამოქალაქო ინსტიტუციონალიზაციის განვითარების ფონდი იყო. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_588.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2010, 20:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.