სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოცხადდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
45 დღის განმავლობაში სატრანსპორტო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქის მერიას საკუთარი წინადადებები შესთავაზონ. კერძოდ, როგორ მოაწესრიგებს სამარშრუტო ხაზებს და ძველ მიკროავტობუსებს როგორ შეცვლის ახლით. თბილისის მერი გიგი უგულავას განცხადებით, ამჟამინდელ სამარშრუტო ტაქსების 2200 მძღოლი, თანამდებობას შეინარჩუნებს.
"ჩვენი ამოცანაა სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება. იმისთვის რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კარგი და თბილისელების ინტერესებს ითვალისწინებდეს, მთელი რიგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის აუცილებელი პირობა იმ მძღოლების დასაქმებაა საჭირო, რომლებიც ეხლა მუშაობენ ამჟამინდელ სამარშრუტო ტაქსებზე. ეს არის სატენდერო წინადადების მოთხოვნა. ამ სფეროში ამჟამად 2200 ადამიანი მუშაობს. ამიტომ. ჩვენი პირველი მიზანია მათი დასაქმება მოხდეს ტენდერის ჩატარების შემდეგ", - განაცხადა გიგი უგულავამ თბილისის სატრანსასპორტო კომისიის სხდომაზე. უგულავას თქმით, ტენდერის ჩატარების შემდეგ კიდევ 1000-მდე მძღოლი დასაქმდება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ ტრანსპორტზე სოციალურად დაუცველ პირთათვის დაწესებული შეღავათები სამარშრუტო ტაქსებზეც განხორციელდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_587.html
| |||
განათავსა - e_info | 06 დეკ. 2010, 20:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.