ვანო მერაბიშვილი: რუსებმა რომ ლარსზე ვიზები გააუქმონ ჩვენც ასევე მოვიქცევით | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს შს მინისტრისათვის გაუგებარია თუ რატომ შეფასდა პროვოკაციად რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩრდილოკავკასიის მაცხოვრებლებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხებოდა. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსულ გაზეთ "კომერსანტ-ვლასტის" ჟურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. "რუსეთის ეს რეაქცია ჩემთვის გაუგებარია. ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ნებისმიერი შეზღუდვის ლიბერალიზაციის წახალისება. მეტიც, საქართველომ რომ ყველა რუსეთის მოქალაქისათვის მოხსნას სავიზო ესეც კარგი იქნება", _ აცხადებს ვანო მერაბიშვილი და დასძენს, რომ მას არ ესმის რა არის ამაში ცუდი და რაშია პრობლემა?
"კავკასიელები ცხოვრობენ ახლოს. მოსკოველი მოფრინავს თვითმფრინავით, კავკასიელებს კი მოსკოვში უწევთ ჩასვლა იმისათვის, რომ მერე აქ ჩამოფრინდნენ. მაგალითად, ოსი ეროვნების მოქალაქეს თუ სურს ვლადიკავკაზიდან თბილისში ჩამოსვლა, იგი ჯერ მოსკოვში უნდა ჩავიდეს და შემდეგ აქ. რამდენ ფულს ხარჯავს იგი ამ დროს? მაშინ როდესაც თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის ოთხი საათის სავალია", _ აცხადებს მერაბიშვილი და აღნიშნავს, რომ ამავე დროს ზემო ლარსის გადმოსასვლელით მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ გადმოსვლა, რომლებსაც ვიზა არ სჭირდებათ. მინისტრი იმასაც აცხადებს, რომ ზემო ლარსზე რომ რუსებს საქართველოს მოქალაქეები გაეტარებინათ და მათთვის ვიზები მიეცათ საქართველოც იგივეს გააკეთებდა. "რუსები იქ რომ ჩვენს მოქალაქეებს ატარებდნენ და მათ ვიზებს აძლევდნენ ჩვენც იგივეს გავაკეთებდით. მაგრამ ცალმხრივად ამის გაკეთება არ გვსურს", _ აცხადებს საქართველოს შს მინისტრი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_586.html
| |||
განათავსა - e_info | 06 დეკ. 2010, 20:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.