ქართველი ჟურნალისტები მონაწილეობას მიიღებენ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში | საქართველოს ამბები | ||
ქართველ ჟურნალისტთა და ქართული მედიის წარმომადგენელთა ჯგუფი გაემგზავრება მოსკოვში, რათა ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელისა და ევროკავშირის მოწვევით მონაწილეობა მიიღოს ევროპის სამეზობლოს კონფერენციაში. ამის შესახებ იტყობინება “GHN“. 13 ადამიანისაგან შემდგარი ქართული დელეგაცია უცხოელ კოლეგებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტიკის მომავალს პოსტ საბჭოთა სივრცეში. ამას გარდა, კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება უსაფრთხოებისა და ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები როგორც რუსეთში, ისე სხვა ქვეყნებში. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 150-ზე მეტი ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_585.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2010, 14:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.