საქართველოს პრეზიდენტი მექსიკას ესტუმრება | საქართველოს ამბები | ||
7 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მექსიკაში გაემგზავრება. ამის შესახებ იტყობინება “GHN”. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს კლიმატის შეცვლის პრობლემებისადმი მიძღვნილ სამიტში. მასში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე. სამიტი 28 ნოემბერს გაიხსნა და კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს. მასზე დაგეგმილია ქმედებათა ახალი გეგმის მიღება, რომლის საფუძველზეც განვითარებადი ქვეყნების დაფინანსება განხორციელდება. მექსიკაში სააკაშვილის ვიზიტი 11 დეკემბერს დასრულდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_583.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2010, 14:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.