საქართველოს ღვინის კომპანიები წლის შედეგებს აჯამებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ღვინის კომპანიები მიმდინარე წელს აჯამებენ. „თბილისის მარანის“ ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს რეალიზაცია როგორც ქართულ ბაზარზე, ისე ექსპორტზე, 30%-ით გაიზარდა. კომპანია 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ერთი ბოთლის საშუალო ფასი 5-6 ლარია. „თბილისის მარანი“ ექსპორტს მსოფლიოს 7 ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის, ამერიკაში, მონღოლეთსა და კანადაში. „თბილისის მარანს“ მომხმარებლისათვის სპეციალური საახალწლო წინადადება არა აქვს. კომპანია ამას იმით ხსნის, რომ მისი ძირითადი საქმიანობა ექსპორტს უკავშირდება. „თელავის ღვინის მარანის“ გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზე 25%-ით გაიზარდა. კომპანია 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს და ბაზარზე მისი ღირებულება 4-დან 150 ლარამდე მერყეობს. „თელავის ღვინის მარანი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახლავთ და ქართული ღვინო მსოფლიოს 16 ქვეყანაში გააქვს. ახალი წლისთვის კომპანია სპეციალურ აქციას გეგმავს ისეთ მსხვილ სავაჭრო ქსელებში, როგორებიცაა „გუდვილი“ და „პოპული“. აქციის ფარგლებში ხუთის ბოთლი ღვინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ერთ ბოთლს საჩუქრად მიიღებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_581.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2010, 14:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.