ბილეთები „ეარ ბათუმზე“ აღარ იქნება იაფი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თურქული ავიაკომპანია „ეარ ბათუმი“, ქართულ ბაზარზე დაბრუნების შემთხვებაში, დაბალი ტარიფების პოლიტიკის გატარებას არ გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ეარ ბათუმი“ შესაძლოა 2011 წლის თებერვლიდან განაახლებს ავიარეისების განხორციელებას თბილისიდან ბათუმში და რეისები „Fokker 50” ტიპის თვითმფრინავებზე შესრულდება. „წინა კვირას ბათუმში იმყოფებოდნენ „ეარ ბათუმის“ პრეზიდენტი მეჰმედ ჰასენბეჩი და წარმომადგენელი ჰოლანდიური ავიაკომპანიიდან, რომლისგანაც „ეარ ბათუმიმ“ “Fokker 50”ტიპის 50 ადგილიანი თვითმფრინავი შეიძინა. ეს მომგებიანი იქნება ჩვენი კომპანიისთვის, ვინაიდან მანამდე „ეარ ბათუმი“ „ბოინგ 750“-ზე ახორციელებდა რეისებს. ბოინგი 128 ადგილს ითავსებდა და მგზავრთა მცირე რაოდენობის გამო მთლიანად არ იყო დატვირთული“, - განაცხადეს კომპანიის მენეჯმენტში. მათი მონაცემებით, ქართულ ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში „ეარ ბათუმს“ აღარ ექნება 19 ლარის ღირებულების ბილეთები. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_578.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 დეკ. 2010, 10:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.