რუსული და ირანული ავიაკომპანიები ქართულ ავიაბაზარზე შემოვლენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
წლის ბოლომდე საქართველოში ორი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოვა: რუსული „ურალი“ და ირანული „ატეარი“. ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი „ტავ-ურბან ჯორჯია“ ავრცელებს. „ბიზნეს კურიერის“ ცნობით, 2011 წლის პირველ კვარტალში შეთანხმებები კიდევ 4 ავიაკომპანიასთან გაფორმდება, რომელთაგან ორი იტალიური კომპანიაა, კერძოდ: „მერიდიანი“ და „ალიტალია“, ერთი ჩინურია, ხოლო ერთი - ებრაული. თბილისის აეროპორტმა ახალ კომპანიებთან კონტაქტების დამყარება ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე შეძლო. რამდენიმე კვირის წინ „ტაბ-ურბანი“ ღიად აცხადებდა, რომ დაგეგმილი შემოსავლები არ მიუღია. მისი თქმით, აეროპორტის გამშვები უნარი 2 მლნ 500 ათას ადამიანს შეადგენს, მაგრამ ამ დროისთვის მხოლოდ 800 ათასი მგზავრის მომსახურება ხდება. შესაბამისად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას ცდილობენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_577.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 დეკ. 2010, 10:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.