საქართველო და პორტუგალია ალტერნატიული ენერგიის სფეროში ითანამშრომლებენ | საქართველოს ამბები | ||
საქართველო და პორტუგალია ალტერნატიული ენერგიის სფეროში ითანამშრომლებენ. ამის შესახებ დღევანდელ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და პორტუგალიელმა კოლეგამ ლუიშ ამადუმ განაცხადეს. ვაშაძის თქმით, ევროპაში პორტუგალია ალტერნატიული ენერგიის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია და დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება მოცემულ სექტორში თანამშრომლობის შესახებ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ქართული მხარე ლისაბონში 70 ენერგოპროექტს გადაგზავნის. „ჩვენი მიზანია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა. ამისათვის კი აუცილებელია ინვესტიციებსა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც კი ეს დოკუმენტები მზად იქნება, ჩვენს თანამშრომლობას არაფერი შეუშლის ხელს“, - განაცხადა ვაშაძემ. პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრის უფროსმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ალტერნატრიული წყაროებიდან ელექტროენერგიის 40%-ს მოიხმარს და განზრახული აქვს, ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაზარდოს. „ჩვენს ქვეყანას ჰიდრორესურსებისა და მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით სერიოზული გამოცდილება აქვს, რომელსაც საქართველოს გავუზიარებთ. ჩვენ ასევე შევეცდებით, საქართველოს ენერგოსისტემაში ინვესტიციები განვახორციელოთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მოცემულ სექტორში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაზეა“, - განაცხადა ლუიშ ამადუმ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_574.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 დეკ. 2010, 14:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.