აჭარა ტურისტული ბიზნესის დაცვის მიზნით ადმინისტრირებას ამკაცრებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აჭარის მთავრობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შესწორებების შეტანას სთავაზობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკვე შეტანილია საქართველოს პარლამენტში. მისი მიზანია კანონმდებლობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ცალკეული ნაკლოვანებების გამოსწორება. კანონპროექტის ძირითადი არსი შინაური ცხოველების შენახვის პრობლემებს ითვალისწინებს. როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, ძალიან ხშირად ძაღლები, ღორები, ძროხები და სხვა ცხოველები უკონტროლოდ დასეირნობენ გზებზე, ავტომაგისტრალებზე, დასახლებული პუნქტების ქუჩებში. ამასთან, ისინი ხშირად გვხვდებიან ბათუმის ბულვარზე, პარკებსა და ბაღებში, ქალაქის მასობრივი თავმოყრის ადგილებში და დამსვენებლებს პრობლემებს უქმნიან. უმაღლესი საბჭოს შემოთავაზებაა კანონის გამკაცრება უკონტროლო ცხოველთა მფლობელების მიმართ. კანონპროექტი ასევე სთავაზობს დასახლებულ პუნქტებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებების დარეგულირებას, როგორებიცაა ველოსიპედი, მოტოციკლეტი, კვადროციკლი და ა. შ., ასევე სხვადასხვა მცურავი საშუალებების სარგებლობის წესების დარღვევისათვის ჯარიმების დაწესებას. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_572.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 დეკ. 2010, 13:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.