aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 კონტროლის პალატა არ მოელის საგადასახადო შემოსავლის გაზრდას მომავალი წლისათვის ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს კონტროლის პალატა თვლის, რომ ძლიერ ოპტიმისტურია  ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი მომავალი წლისათვის საგადასახადო შემოსავლების გაზრდის თაობაზე.
    


       კონტროლის პალატას ჰქონდა შენიშვნა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობის დაკავშირებით, მაგრამ მისი თქმით ფინანსთა სამინისტრომ ამის თაობაზე ,,არადამაჯერებელი" ახსნა გააკეთა.


     კონტროლის პალატამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელთან შედარებით საგადასახადო შემოსავლები უნდა გაიზარდოს 262 მლნ. ლარით, რაც იმას ნიშნავს საგადასახადო ბაზამ უნდა მოიმატოს 1,05 მლრ. ლარით.


     ,,ეს ნიშნავს, რომ წლიურმა შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე უნდა შეადგინოს 6 000 ლარი (500 ლარი თვეში). შედეგად ეს შექმნის 175 ათას სამუშოა ადგილს. მაჩვენებელი შთამბეჭდავია და ოპტიმისტური, შესაბამისად ბუნებრივია ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგ. ეს საკითხი აქტუალურია და ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საჭიროებს მტკიცე არგუმენტებს", - საუბარია კონტროლის პალატის ანგარიშში.


     ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ საგადასახადო შემოსავლების მატებას უკავშირებს ეკონომიკის, ინფლაციის ზრდას, საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებას და ადმინისტრირების გაუმჯობესებას.


     ,,ცნობილია რომ გადასახდით იბეგრება როგორც ხელფასი აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლებიც, კერძოდ: დივიდენდები, პროცენტები, იჯარა, და სხვა. ამასთან საგადასახდო განაკვეთი გაზრდილია 12%-დან 20%-მდე', - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.


     თუ რამდენად დამაჯერებელია მთვარობის არგუმენტები კონტროლის პალატისათვის ცნობილი იქნება 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვისას.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_571.html
განათავსა - Legatuss | 03 დეკ. 2010, 10:38 | ახალი ამბები »
 

"კონტროლის პალატა არ მოელის საგადასახადო შემოსავლის გაზრდას მომავალი წლისათვის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian