aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანი საქართველოს საერთაშორისო შედარების პროგრამაში (International Comparison Program) ჩართვასთან დაკავშირებით საქსტატის თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება იყო. 


     "საქსტატის" ინფორმაციით, საერთაშორისო შედარების პროგრამა (ICP) 1968 წელს გაეროსა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იყო მოეხდინა ქვეყანათაშორისი შედარება მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) და მისი კომპონენტების, ვალუტის მსყიდველობითი უნარის პარიტეტზე (PPP) დაყრდნობით.



     ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცა: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაერო და ევროსტატი მუდმივად არიან PPP-ს მონაცემთა მთავარი მომხმარებლები. IჩP-ში ქვეყნები მონაწილეობენ ჯგუფებად. საქართველო ICP -ში მონაწილეობდა როგორც დსთ-ს წევრი ქვეყანა, ხოლო ამ ორგანიზაციის დატოვების შემდეგ საქართველო ამ კვლევაში აღარ მონაწილეობს. 


     მსოფლიო ბანკი მუდმივად ხაზს უსვამდა საქართველოს პროგრამაში ჩართვის აუცილებლობას. ვინაიდან PPP ქვეყნების შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მაკროეკოენომიკურ კომპონენტს წარმოადგენს და სხვადსხვა დონორების მიერ განხორციელებული მთელი რიგი პროექტების და პოროგრამების წინასწარი შეფასებები ამ ინდიკატორის გამოყენებით ხორციელდება. 


     მსოფლიო ბანკი, როგორც ICP -ის ძირითადი კოორდინატორი ორგანიზაცია, აკეთებს გამონაკლის, რომ საქართველო 2011 წლის საერთაშორისო შედარების პროგრამაში ჩაერთოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.
     საქართველოს ICP -ში ჩართვის პროექტს საქსტატი მილენიუმის განვითარების პროგრამის (MCG) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_570.html
განათავსა - Legatuss | 03 დეკ. 2010, 10:37 | ახალი ამბები »
 

"სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian