აშშ-ის საელჩო საქართველოს პოლიციას 74 ავტომობილს გადასცემს | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 3 დეკემბერს, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 74 ტოიოტა ლენდ ქრუიზერ Lჩ-78 ყველგან მავალ ავტომობილს გადასცემს. ავტომობილები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაწეული 1 მილიარდი დოლარის ოდენობის კონფლიქტის შემდგომ დახმარების ნაწილია. ყველგან მავალი ავტომობილები, რომელთა ღირებულება არის 2.8 მილიონი დოლარი, შეძენილ იქნა საქართველოს პოლიციისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების ბიუროს მიერ. საქართველოს პოლიცია გამოიყენებს ამ ავტომობილებს საქართველოს მიუწვდომელ მთიან და 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტში დაზარალებულ რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის აღსაკვეცად. ეს ავტომობილები უზრუნველყოფენ ამ რეგიონებში პოლიციის უფრო ეფექტურ არსებობას, რომელიც მნიშვნელოვანია იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოებისათვის, რომლებიც დაუბრუნდნენ თავის სახლებს და აგრეთვე კომერციული თუ სოფლის მეურნეობის საქმიანობის აღდგენისათვის. 74 ლენდ კრუიზერის შესყიდვა და გადაცემა ხორციელდება საქართველისა და ამერიკის შეერთებული შტატების შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წერილის თანახმად, რომელიც ასევე უზრუნვეყოფს საქართველოს პოლიციას ტრენინგებით, საკომუნიკაციო აღჭურვილობითა და პოლიციის აკადემიის მშენებლობით. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_569.html
| |||
განათავსა - Legatuss | 03 დეკ. 2010, 10:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.