„ქართული პარტია“ ევროპაში სტრატეგიულ სესიას გამართავს | საქართველოს ამბები | ||
„ქართული პარტიის“ ლიდერები - თავმჯდომარე სოზარ სუბარი, თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე, პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნდაძე და პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ევროპაში ხუთდღიან სტრატეგიულ სესიას გამართავენ. ამის შესახებ “GHN“ იტყობინება. პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სესიაზე განხილული იქნება პარტიის განვითარების სტრატეგია და ტაქტიკური საკითხები, საერთაშორისო პროექტები, საქართველოში პოლიტიკური გაერთიანების შექმნის თემატიკა. ეროსი კიწმარიშვილის თქმით, „ქართული პარტიის“ ლიდერი ასევე გეგმავს შეხვედრებს ევროპელ ექსპერტებთან მოქმედებათა ეროვნული გეგმის - „თვითსაკმარისობა, უსაფრთხოება, პროგრესი“ - მომზადებისათვის. ეს გეგმა საქართველოში ეკონომიკური კრიზისის დაძლევისაკენ არის მიმართული. კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით ქვეყნისთვის აუცილებელია ისეთი გარეპოლიტიკური კურსის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას, მაგრამ მხარს დაუჭერს კავშირებს ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის რუსეთთანაც. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_568.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 დეკ. 2010, 10:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.