სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალ წელს შეისყიდის 30 მლნ. ლარის სათესლე მასალას | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს მომავალ წელს შეისყიდოს 30 მლნ. ლარის სათესლე მასალა. ეს თანხა გათვალისწინებულია 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. პარლამენტის კომიტეტმა აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით მოითხოვა რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ამ პროექტებისთვის გათვალისწინებულია 40 მლნ. ლარი. ფინინანსთა სამინისტროს განცხადებით ამ თანხიდან 30 მლნ. ლარი დაიხარჯება მარცვლეულის სათესლე მასალის შესაძენად, ხოლო 10 000 ლარი - სოფლიოს მეურნეობის ტექნიკის შესაძენად და მოსავლის ასაღებად. ,,ამასთან ერთად, რადგან ძნელია წინასწარ პროგნოზირება იმისა თუ როგორი მოსავალი იქნება , სახსრების გადანაწილება მოხდება ხელისუფლების შეხედულებისამებრ", - საუბარია ფინინანსთა სამინისტროს განმარტებაში. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვარიანტი უკვე შეტანილია პარლამენტში და მისი დამტკიცება მოხდება 17 დეკემბერს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_567.html
| |||
განათავსა - Legatuss | 03 დეკ. 2010, 10:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.