სვანეთში დასვენების მსურველებს მომსახურების სპეციალურ პაკეტს შესთავაზებენ | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() ,,ჩვენ გვინდა, რომ სვანეთი გახდეს პოპულარული სათხილამურო კურორტი. დღემდე ამ რეგიონში ტურისტული დატვირთვა მოდიოდა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში. სახელმწიფომ სვანეთში გამართა შესაბაბიმისი ინფრასტრუქტურა. ახლა ჩვენ გვინდა, რომ ტუროპერატორებთან ერთად შევქმნათ ტურისტული პაკეტები, რაც საშუალებას მისცემს ქართველ და უცხოელ ტურისტებს დაისვენონ სვანეთში", - აღნიშნა სიდამონიძემ. მესტიის მიმართულებით რეისებს განახორციელებს კანადური ავიაკომპანია ,,Kenn Borek Air". თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი იქნება 150 ლარი. გაერთიანებული აეროპორტების ხელმძღვანელის ქეთევან ალექსიძის თქმით, პირველ ეტაპზე ფრენები განხორციელდება პარასკევ და კვირა დღეს, ხოლო მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში ავიარეისები შესრულდება სხვა დღეებშიც. ავიარეისი თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით განხორციელდება სპეციალური თვითმფრინავით, რომელიც იტევს 19 ადამიანს. ფრენის ხანგრძლივობაა 1 საათი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_566.html
| |||
განათავსა - Legatuss | 03 დეკ. 2010, 10:33 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.