შოთა მალაშხია: რუსეთმა თვითიზოლაციის პროცესი დაიწყო | საქართველოს ამბები | ||
ეუთოს სამიტზე რუსეთის ლიდერების ქცევა ნიშნავს, რომ რუსეთმა თვითიზოლაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განაცხადა. „რუსეთის გარდა მთელი მსოფლიო ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდასა და გენოციდს. ამ საკითხის თაობაზე სხვაგვარი მოსაზრება მხოლოდ რუსეთს აქვს, ამიტომ, დღევანდელი ნაბიჯით, კრემლმა, ფაქტობრივად, თვითიზოლაციას მიმართა“, - თქვა მალაშხიამ. მისი შეფასებით, რუსეთის ხელმძღვანელობას არანაირი პასუხი არა აქვს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებებისათვის, არამედ სხვა ლიდერებისთვისაც. „რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ერთსულოვანი პოზიცია აქვთ როგორც ამერიკისა და ევროპის ლიდერებს, ისევე მათ, ვინც ამ საკითხის თაობაზე ღია განცხადებებისაგან თავს იკავებდა“, - თქვა მალაშხიამ. მან აღნიშნა, რომ პროცესი გაგრძელდება და რუსეთს საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებისათვის ანგარიშის გაწევა მოუწევს, ვინაიდან რუსეთი მთელ მსოფლიოში მარტოდ დარჩენას ვერ შეძლებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_565.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 დეკ. 2010, 20:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.