ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლი კრიტიკული ზღვარია | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
შოთა მურღულიამ როგორც ჟურნალისტებს განუცხადა ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი პროგნოზირებს წლის ბოლოსათვის, არის კრიტიკული ზღვარი. გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ინლაციის დონის პროგნოზი ბოლო წლისათვის და განაცხადა, რომ იგი გაიზრდება 10 %-მდე. ამ ფაქტს იგი უკავშირებს მარცვლეულსა და პურ-ფუნთუშეულზე ფასის მოსალოდნელ გაზრდას, რაც გამოწვეული იქნება მსოფლიო ბაზარზე ამ სახის პროდუქციის ღირებულების მომატებით. ,, უნდა აღინიშნოს, რომ პირველადი მოხმარების საგნებზე ფასის გაზრდა უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე", - თვლის ექსპერტი. ამავე დროს მურღულიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდას ყოველთვის თან ახლავს ინფლაციის დონის მომატება. ,, თუმცა ძირითადად ინლაციის ზრდის ტემპზე ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება და ამ უკანასკნელზე ფასების ცვლილება", - აღნიშნა ექსპერტმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_553.html
| |||
განათავსა - Legatuss | 02 დეკ. 2010, 10:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.